ცენტრის შესახებ

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამართალმემკვიდრეს.

ლაბორატორია დაარსდა 2006 წლის 6 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №50 დადგენილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოლაბორატორიის ბაზაზე.

2009 წელს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია შემდეგ სფეროებში:

1.    სასმელი, ზედაპირული, ჩამდინარე, ზღვის და აუზის წყლები;

2.    უალკოჰოლო და სუსტალკოჰლოლიანი სასმელები;

3.    რძე და რძის პროდუქტები, კონსერვები;

4.    ჩაი, ყავა, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, მარილი;

5.    ხორცი და მისი ნაწარმი, კონსერვები;

6.    მცენარეული ცხიმები, მარგარინი, მაიონეზი;

7.    თევზი და თევზის ნაწარმი, კონსერვები;

8.    ხილი, ბოსტნეული და მისი ნაწარმი, კონსერვები;

9.    შაქარი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი;

10.  პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ფუნთუშეულის ნაწარმი, მაკარონი;

11.  მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები: ფქვილი, ბურღულეული,საფუარი, სახამებელი;

12. საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტების სანიტარულ-მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ჩამონაბან-ჩამონარეცხის მეთოდით.

2010 წელს ლაბორატორიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, განახლებულ იქნა მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამავე წელს საქართველოს ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აკრედიტირებულ იქნა ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და დამოუკიდებლობაზე აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის - საკ 1.2 : 2006-ის და საქართველოს სახელმწიფო სტანდარტის სსტ ენ 45 001 : 2006 -ის შესაბამისად.

2013 წლის ოქტომბერში სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა  საერთაშორისო ISO 17025:2010 – „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“ - სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად და მიენიჭა შესაბამისი სერტიფიკატი.

            საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო მოიცავს შემდეგ ჯგუფებს:

1. სასმელი წყალი, ზედაპირული, ჩამდინარე, ზღვის და აუზის წყლები;

2. უალკოჰოლო, სუსტალკოჰოლიანი და ალკოჰოლიანი სასმელები;

3. რძე და რძის პროდუქტები, კონსერვები;

4.  ჩაი, ყავა, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, მარილი;

5.  ხორცი და მისი ნაწარმი, კონსერვები,ფრინველის კვერცხი;

6.  ზეთოვანი კულტურების თესლები, ნედლეული და ცხიმოვანი პროდუქტები;

7.  თევზი, სარეწის არათევზეული ობიექტები და მათი გადამუშავების პროდუქტები;

8.  ხილი, ბოსტნეული, კონსერვები;

9.  მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (ფქვილი, ბურღული, საფუარი, სახამებელი);

10.  პური, ფუნთუშეული, ერბოზელილი და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი;

11.  შაქარი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი, თაფლი;

12.  საზოგადოებრივი კვების პროდუქცია, მზა კულინარული ნაწარმი;

13.  ნიადაგი;

14.  გარემოს (ჰაერის) მეტეოროლოგიური, ფიზიკო-ქიმიურ-სანიტარიული გაზომვები;

15.  სამკურნალო-პროფილაქტიკური, საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მარეალიზირებელი   დაწესებულებები;

16.  ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებად გამოყენებული პროდუქცია;

17.  მინერალური სასუქები;

18. საკარანტინო და არასაკარანტინო მასალები: მცენარეები, მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, ტარა

მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი