დებულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23

2012 წლის 24 ივლისი

ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  შექმნის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

2.  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 21 (ოცდაერთი) საშტატო  ერთეულით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონისა და თანდართული დებუ­ლე­ბის შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლება­მო­სი­ლე­ბას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტ­კი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06.2006 წ., №105 (22.610), გვ.11);

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დად­გე­ნილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ. 2355).

7. დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესა­ბა­მი­სი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                               ლ. ვარშალომიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის    

დებულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იური­დიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანო­ნის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროსა და სსიპ – ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის" წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.

4. ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკის­­რებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთა­რი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირ­თან ურთიერთობაში.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ან­გარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელ­წო­დების აღნიშვნითა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკა, ბათუმი, დასახლება ქვედა სამება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები

ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:

ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პრო­დუქ­ტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვ­ლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზი-ტოლო­გიუ­რი,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვ­ლე­ვ­ები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოვე­ლე­ბი­სათვის საერთო საშიში (ზოო-ანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათო­ლო­გიუ­რი  მასალის გამოკვლევები; 

გ) მცენარეთა საკარანტინო და  სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;

დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტო­ლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;

ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში  მოქმედი ნივთიერებების შემცველობის გან­საზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აერო­დი­ნამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გა­მოკვ­ლევები;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების გან­ხორ­ციელება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

მუხლი 3. ცენტრის უფლება-მოვალეობები

1. ცენტრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემ­დებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწი­ლეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;

ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია;

ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;

თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროუ­ლად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მი­კუთვ­ნებულ საკითხებზე;

კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

ლ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმ­დებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. ცენტრის მოვალეობებია:

ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინი­ჭებული უფლებამოსილებანი;

ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭ­ვირ­ ვალობა;

გ)  დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;

დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;

ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგა­ნოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორ­მაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;

ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონო­მიუ­რი რეს­პუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდ­გინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. ცენტრის უფროსი:

ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთი­ე­რთო­ბაში;

ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამო­სი­ლე­ბით გათვა­ლისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსა­ხურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;

დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუ­ალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;

ვ) თვალყურს ადევნებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გა­დაწყვე­ტილებებსა და საქმიანობაზე;

ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემო­სავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლე­ბ­ლო­ბისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლო­ბი­სას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების ვადამდე შეწყვეტის შემთ­ხვ­ე­ვა­ში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსა­ზ­ღ­ვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.

2. სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქ­მია­ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკო­ნომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არა­მართლ­ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.

მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანს­ზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართ­ლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა.

გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუ­სო­ლო­გიური, სეროლოგიური, პარაზიტოლოგიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიო­მეტ­რიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუ­მენ­ტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთრო­პონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები;   ნია­და­გის  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური,  რადიომე­ტ­რიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექ­ნი­კური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგი­ლე­ბის ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავ­სოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიო­ლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით და­მოწმებისას;

 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად წარმართავენ სტრუქ­ტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკის­რე­ბული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

მუხლი 7. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემ­დეგი ქმე­დებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

 გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილ­დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 8. ცენტრის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებ­ლად ცენტრს აქვს საჭირო   განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარ­გებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კისაგან.

2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ლიკას საკუთრების უფლება.

3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართ­ველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბა­მისად.

მუხლი 9. ცენტრის ფინანსები

1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათ­ვა­ლისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახს­რებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 10. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება

1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­კიდებელი აუდიტორი.

მუხლი 11. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დად­გე­ნილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია

ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი