ტრენინგი თემებზე: ,,მიკოტოქსინების კვლევა მარცვლეულსა და თხილში

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 14-29 მაისს, სსიპ - ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ჩატარებული იქნა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • მიკოტოქსინების (აფლატოქსინები B1, B2, G1, G2) კვლევა მარცვლეულსა და თხილში მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის - Thermo-Scientific UltiMate 3000 გამოყენებით.
  • ჰისტამინის კვლევა თევზსა და თევზის პროდუქტებში მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის - Thermo-Scientific UltiMate 3000 გამოყენებით. 

ტრენინგი ჩაატარა MS-ANALYTICA-ს სერტიფიცირებულმა ინჟინერმა დენის გრიშინმა. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა HPLC სისტემის საერთო პრინციპების აღწერა, ძირითადი ტერმინები, რომელიც გამოიყენება HPLC სისტემაში, HPLC სისტემის ცალკეული კომპონენტების, როგორიცაა დეტექტორები, სვეტი,  ნასოსი და ავტოსემფლერის ცალკეულ კომპონენეტებთან მუშაობის თეორიული საფუძვლები და ძირითადი პრინციპები, მეთოდის შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები, პროცესინგული მეთოდის შექმნა, ძირითადი პარამეტრების აღწერა,   ხელსაწყოს ყოველდღიური და პერიოდული ტექნიკური მომსახურება, მომსახურების პროგრამული შესაძლებლობები, სისტემის რეგულირება, პრობლემების ძიება და გადაჭრა, გასახარჯი მასალების აღწერა, რეკომენდაციები დამატებით კომპონენტებთან მიმართებაში, განხილული თემების მიმოხილვა და პრაქტიკული მაგალითები.

 

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი