საგამოცდო ლაბორატორიის მორიგი წარმატება!!!

კვლავ პირველები საქართველოში! 🇬🇪

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ მორიგი წარმატება მოიპოვა დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემებით განხორციელებულ PT ტესტში, რაც ითვალისწინებდა ცხოველური წარმოშობის სურსათში (ხორცი,რძე,თევზი, ხამანწკები, კვერცხი, თაფლი და ა.შ) და ცხოველთა შარდში ნიტროფურანების მეტაბოლიტების კვლევას.

ევროკავშირის ქვეყნებში ნიტროფურანების, როგორც ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება მეცხოველეობაში აკრძალულია მათი მეტაბოლიტების კარცეროგენული და მუტაგენური თვისებების გამო.

საგამოცდო ლაბორატორიის ქიმიკოსებმა ქეთევან ცერცვაძემ და ლია ვერულიძემ ELISA ტესტ-სისტემის მეშვეობით, წარმატებით ჩაატარეს ნიტროფურანების მეტაბოლიტების 1-ამინოჰიდანთიონის (AHD) და 3-ამინო-5 მორფოლინომეთილ-2-ოქსაზოლიდინონის (AMOZ) იმუნოფერმენტული ანალიზი. ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგები დადებითად იქნა შეფასებული FERA-ს მიერ და ასახულ იქნა საბოლოო სტატისტიკურ ანგარიშში.

საერთაშორისო კვლევებში სულ მონაწილეობდა მსოფლიო 60 ქვეყნის ლაბორატორია.

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორია პირველია 1️⃣ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს შორის, რომელმაც საერთაშორისო PT ტესტში მიაღწია წარმატებას ნიტროფურანების მეტაბოლიტების კვლევებში.

 

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი