დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) მკვლევარების ვიზიტი სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში

17 სექტემბერს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს პროექტის - ,,ინიციატივა და პოტენციალის ზრდა მეწარმეობის განვითარებისათვის მეთევზეობის სექტორში“ - ფარგლებში ესტუმრნენ დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) მკვლევარები: Muza Kirjusina და Inese Gavarane. პროექტი დაფინანსებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში. 

სტუმრები გაეცნენ ლაბორატორიის ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს ქედის მუნიციპალიტეტის თევზსაშენებიდან აღებული თევზის ნიმუშების პარაზიტოლოგიური კვლევა. დაისახა ერთობლივი ღონისძიებების პროგრამა თევზის დაავადების კვლევების დანერგვისა და სფეროს გაფართოებისათვის. ახალი კვლევების დასანერგად საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად ამავე წლის ოქტომბრის თვეში ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ხუთი სპეციალისტი ისევ გაემგზავრება დაუგავპილსის უნივერსიტეტში.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი